მანჰეტენის ცათამბჯენზე დაშვებისას ვერტმფრენი ჩამოვარდა (ფოტო, ვიდეო)

ნიუ იორკში, მანჰეტენის ერთ-ერთ ცათამბჯენზე დაშვებისას ვერტმფრენი ჩამოვარდა. CNN-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არიან დაშავებულები. შემთხვევა მე-7 ავენიუზე მოხდა.

მედიასაშუალების ცნობით ,დაღუპულია ერთი ადამიანი.

ადგილზე სამაშველო,სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული. რა გახდა ჩამოვარდნის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. გავრცელებული ცნობით, ინციდენტის დროს ძლიერი წვიმა და დაბალი ხილვადობა იყო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები