სროლა ცხინვალის ცენტრში-დაჭრილი, სავარაუდოდ, ე.წ. არჩევნებში მონაწილე დამოუკიდებელი კანდიდატია
დღეს ცხინვალის ცენტრში სროლის ხმა ისმოდა. ერთი დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა – იგორ ნანიევმა განაცხადა. დაჭრლი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი დამოუკიდებელი კანდიდატია, რომელიც ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას.
ნანიევის თქმით, ინციდენტი ქალაქის ცენტრში, პუშკინისა და ჯიოევის ქუჩების კვეთაზე მოხდა.
“ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ისინი დაადგენენ სროლის მიზეზსა და მონაწილე პირებს”, – ამბობს ნანიევი.
თვითმხილველების განცხადებით, სროლაში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული დე ფაქტო არჩევნების ორი დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობდა.