თბილისში პირველი საქველმოქმედო იოგა – მარათონი გაიმართა

იოგას ცენტრ “ანანდას” ორგანიზებით,  სპორტკომპლექს “არენაში” პირველი საქველმოქმედო იოგა – მარათონი გაიმართა. ახალი ინიციატივის მიზანია, პოპულარიზაცია გაუწიოს ჯანმრთელი ცხოვრების წესს და რეალურად დაანახოს საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარების ინტეგრაცია თანატოლებთან და რა როლი ენიჭება ამაში ფიზიკურ აქტივობას.
მარათონი კავშირ “იას” ბენეფიციარებმა გახსნეს, რომლებმაც თანატოლებთან ერთად ივარჯიშეს და საბავშვო იოგაში მარტივი სავარჯიშოები შეასრულეს. ღონისძიების მონაწილეებმა კი იოგის 3 მასწავლებელთან ერთად 108 მზის მისალმება შეასრულეს…
ღონისძიების დასასრულს გამარჯვებული მარათონელები, რომლებმაც ყველაზე მეტი რაუნდი ივარჯიშეს, პრიზებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

[youtube url=”http://www.youtube.com/watch?v=PZFa0U4KdPk&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები