ვლადიმერ გამყრელიძე სარეიტინგო ტურნირის ჩემპიონია

უნგრეთში ჭიდაობაში სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან ტაჯიკი მაგომეტ ევლოევი დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვლადიმერ გამყრელიძემ ფინალამდე ყველა შეხვედრა მოიგო. ტურნირზე ბრინჯაოს მედლები აკაკი ქემერტელიძემ(70 კგ) და გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ) მოიპოვეს.

ქართველი მოჭიდავეები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები