შალვა პაპუაშვილი – მოლდოვასა და საქართველოზე: მე ვუყურებ ფაქტებს – რა მოსდის ქვეყნის ეკონომიკას, როდესაც ბრიუსელის რეკომენდაციებს უჯერებ და რა მოსდის ქვეყნის ეკონომიკას, როდესაც შენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს მიყვები

მე ვუყურებ ფაქტებს, საქართველო-მოლდოვა – რა მოსდის ქვეყნის ეკონომიკას, როდესაც უჯერებ ბრიუსელის რეკომენდაციებს და რა მოსდის ქვეყნის ეკონომიკას როდესაც შენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს მიყვები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც მოლდოვაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას გამოეხმაურა.

„ამის მიზეზი შეიძლება იყოს მავნებლობა ან ბრიუსელში ზოგიერთების არაკვალიფიციურობა. დღეს რასაც ვხედავთ ეს გარკვეული ავარდნილი პოლიტიკა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაშია აყოლილია რაღაც აჟიოტაჟს, რომელიც ხშირ შემთხვევაში სიტყვებია და არა – საქმე. ჩვენ კალასისგან მოვისმინეთ, რომ უკრაინაში ომი, ეს არის ევროპის ომი და რომ უკრაინა ეს არის ფორპოსტი ევროკავშირისა რუსეთის წინააღმდეგ. თუ ეს ფორპოსტია, ბრძოლის წინა ხაზია ევროპის, რატომ არ ვხედავთ იქ ესტონელ, გერმანელ ჯარისკაცებს?! თუკი ეს ევროკავშირის ბრძოლის წინა ხაზია სხვები უნდა დაიღუპონ?! უკრაინელები ევროკავშირისთვის დაქირავებულია ჯარია თუ რა არის?!“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები