აკაკი ქემერტელიძე სარეიტინგო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია

უნგრეთში ჭიდაობაში სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოუტანა. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ირანელი აბბას იბრაჰიმზადეჰი დაამარცხა.

ტურნირზე ბრინჯაო გოდერძი ძებისაშვილმაც (65 კგ) მოიპოვა. ქართველი მოჭიდავეები ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები