შალვა პაპუაშვილი: რომელიმე ქვეყნის ელჩს, ამ ქვეყანაში თუ ჰგონია, რომ არ უნდა მისცეს ლეგიტიმაცია ქართველი ხალხის არჩევანს, ის მწარედ ცდება – არავისი ლეგიტიმაცია არ სჭირდება
დავესესხები ეუთო/ოდირის წარმომადგენელს, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ქვეყნების არჩევნებს ლეგიტიმაციას აძლევენ უცხო ქვეყნები, ეს იქნება დემოკრატიის დასასრული. რომელიმე ქვეყნის ელჩს, ამ ქვეყანაში თუ ჰგონია, რომ არ უნდა მისცეს ლეგიტიმაცია ქართველი ხალხის არჩევანს, ის მწარედ ცდება. არავისი ლეგიტიმაცია არ სჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ეს ხელს უშლის ქვეყნებთან ურთიერთობებს. როდესაც ევროპარლამენტი იღებს ასეთ რეზოლუციას, ან პასე, რომელმაც ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილების ცნობისთვის პირობების წამოყენება გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, ურთიერთობა გვირთულდება პასესთან და არ არის ურთიერთობის განწყობა.
რაც შეეხება ლეგიტიმაციას, როგორც კი წარმოიდგინა რასა იუკნევიჩიენემ, რომ მისი ლეგიტიმაცია სჭირდება სხვა ქვეყანას და როგორც კი რომელიმე ქვეყანა დედამიწის ზურგზე დაუშვებს, რომ რასა იუკნევიჩიენემ უნდა მისცეს ლეგიტიმაცია, იქ დამთავრდება ის ქვეყანა. იქ დამთავრდება საქართველოს სამი ათას წლოვანი ისტორია, რასა იუკნევიჩიენეს ლეგიტიმაცია თუ დასჭირდა ჩვენს ხალხს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.