გოდერძი ძებისაშვილი სარეიტინგო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია
უნგრეთში ჭიდაობაში სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე ალიბეგ მალიბეგოვი დაამარცხა.
ქართველი მოჭიდავეები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.