შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება 26 ოქტომბრის არჩევნების, რომელშიც ევროკავშირი სხვადასხვა გამოვლინებით, მისი წევრი ქვეყნებით, თუ სხვადასხვა ინსტიტუციით ჩაერია საქართველოს არჩევნებში, ეს არის ფაქტი

ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება 26 ოქტომბრის არჩევნების, რომელშიც ევროკავშირი სხვადასხვა გამოვლინებით, მისი წევრი ქვეყნებით, თუ სხვადასხვა ინსტიტუციით ჩაერია საქართველოს არჩევნებში, ეს არის ფაქტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„როდესაც საუბრობენ სხვა ქვეყნებში არჩევნებში ჩარევაზე, საქართველოს არჩევნებში ევროკავშირის ელჩი პირადად ერეოდა და ერეოდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნები. ჩვენ გარკვეულწილად ნამუსს ვუნახავდით ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს. ვცდილობთ, რომ არ იყოს ზედმეტი აქცენტირება ამაზე, მაგრამ ასე არ შეიძლება. დამოუკიდებელი ქვეყანა რისთვის ვართ, რატომ გვაქვს საზღვრები. ეს მხოლოდ ფიზიკური საზღვარი არ არის, ეს არის სუვერენიტეტის საზღვრებიც. არაფერი ესაქმება ჩვენს არჩევნებში უცხო ქვეყნის ელჩს.

გერმანიის ელჩმა ყველაზე პატიოსნად თქვა, რომ ის აქ ატარებს გერმანიის სახელმწიფოს ინტერესებს. მას რომ სასწორზე დაუდო ქართველი და გერმანელი ხალხის ინტერესები, ის აირჩევს გერმანელი ხალხის ინტერესებს და სწორი მიდგომაა. ეს ჩვენს ზომბირებულ აკაცუკებს ჰგონიათ, რომ სხვა ქვეყნის ინტერესებით უნდა იმოქმედონ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები