შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის სვლას საბჭოთა კავშირისკენ

სრულად ეწერება იმ პოლიტიკაში, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია აწარმოებს. ჩვენ სახელმწიფო მდივნისგან მოვისმინეთ კიდევაც განმარტება, რომ განსხვავებით წინა ადმინისტრაციისგან, ისინი აღიარებენ, რომ ყველა ქვეყანა მოქმედებს საკუთარი ინტერესით და ასევე, პატივს სცემენ სხვა ქვეყნების ინტერესებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მითითებას, რომ დიპლომატებმა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უცხო ქვეყნის არჩევნებზე, სამართლიანობაზე და ლეგიტიმაციაზე მსჯელობისგან თავი უნდა შეიკავონ.

მისი თქმით, საქართველოში წინასაარჩევნო პროცესებში პირდაპირ იყვნენ და არიან ჩართულები ევრობიუროკრატები.

„ინტერესის ნაწილი ყველა ქვეყნის არის საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა, რაც ნიშნავს, რომ ძალაუფლება მოდის იმ ქვეყნის ხალხიდან. იმ ქვეყნის ხალხი წყვეტს ვინ უნდა იყოს მის ხელისუფლებაში. ამიტომ სუვერენიტეტის პატივისცემა ამ მხრივ მნიშვნელოვანი, რომ იყოს მათ შორის სხვა ქვეყნებთან მიმართებით. ამ მხრივ ჩვენი პოლიტიკაც ასეთია. საქართველოს სახელმწიფო არასდროს აკეთებს ზედმეტ კომენტარს სხვა ქვეყნების არჩევნებზე და ვფიქრობ ეს არის სწორი მიდგომა და არა ის, როგორც ჩვენ ვხედავთ, რომ პირდაპირ ჩართული იყვნენ არჩევნებში, ბალტიური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იდგნენ რადიკალური ოპოზიციის აქციაზე და დღეს ის პრემიერ-მინისტრი, ესტონეთს ვგულისხმობ, არის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში.

რობერ შუმანი ალბათ საფლავში ტრიალებს, როდესაც ხედავს რა ემართება ევროკავშირს ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ელიტის ხელში. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ გარკვეულ სვლას საბჭოთა კავშირისკენ ბრიუსელის დღევანდელი ხელმძღვანელობის ხელში. დღევანდელ ხელმძღვანელობაში და მათ შორის წევრებშიც სხვათა შორის ბევრი არის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა თუ სოციალისტური ბანაკის წევრები. როგორც ჩანს გამოყოლილი არის ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკურ ელიტაში. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ ყველანაირად გაემიჯნონ საკუთარ საბჭოთა წარსულს და ამოაგდონ საკუთარი ისტორიიდან, ბალტიის ქვეყნებს ვგულისხმობ, და ასე ვთქვათ გადაახტნენ თავისი ისტორიის ამ ნაწილს, ჩანს, რომ რაღაც უნარები საბჭოთა კავშირიდან წამოღებული აქვს ზოგიერთს პოლიტიკურ ელიტაში. ვხედავთ პირდაპირ ჩარევას საქართველოს არჩევნებში. წარმოგიდგენიათ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და იქაური თუნდაც არა რადიკალური, რომელიმე ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! ხომ წარმოგიდგენიათ რა მოჰყვება ამას. გამოვლენ ჭკვიანური სახეებით და იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება და თვითონ, რომ ამას აკეთებენ, ეს რატომღაც ჩვეულებრივი მომენტია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები