ზუგდიდში კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებისა და მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
ზუგდიდში, ნიკოსეული სასახლის დარბაზში, კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებისა და მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, წელს მწერლის გარდაცვალებიდან 50 წელი შესრულდა.
ღონისძიებაზე კონსტანტინე ზ. გამსახურდიას წიგნის, „სამშობლოსა და ერი – სახელმწიფოსთვის”, წარდგენაც გაიმართა.
კონსტანტინე ზ. გამსახურდია შეკრებილ საზოგადოებას კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრებასა და მისი შემოქმედების მნიშვნელობაზე ესაუბრა, ასევე წარადგინა თავისი წიგნი „სამშობლოსა და ერი – სახელმწიფოსთვის”. გამოცემა მწერლის, მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, დისიდენტისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიულ პორტრეტს წარმოადგენს.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, გამომცემლობა „პალიტრა L”-ისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.