შალვა პაპუაშვილი: რუსეთ-უკრაინის ომმა ბრიუსელი ევროპული კალაპოტიდან ამოაგდო – მშვიდობის პროექტი მილიტარისტულ პროექტად გადაიქცა
დღეს პრობლემა ჩვენში კი არა, პრობლემა არის ევროკავშირში. ამ ომმა (რუსეთ-უკრაინა) ევროკავშირი, ბრიუსელი ევროპული კალაპოტიდან ამოაგდო. მშვიდობის პროექტი უცებ აღმოჩნდა ომის წინაშე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„დღეს ვხედავთ, რომ მშვიდობის პროექტი გადაიქცა მილიტარისტულ პროექტად. ვხედავთ, სხვადასხვა ქვეყნის გამალებული ლტოლვას შეიარაღებისკენ და ევროკავშირი, რომელიც მშვიდობის პროექტად იყო ჩაფიქრებული დღეს ფაქტობრივად მილიტარისტული გზით მიდის, რაც მისთვის არაორგანულია და ამიტომაც არის, რომ გარკვეულ ექსტრემალურ ნაბიჯებს დგამენ, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.