სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოლდოვური ვადაგასული კვერცხი ამოიღო
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა მეველის ქუჩაზე მდებარე ი/მ “თამარ ხვედელიძის” მზა კერძების სარეალიზაციო ობიექტიდან დიდი რაოდენობით მოლდოვური წარმოშობის ვადაგასული კვერცხი ამოიღეს.
24 აპრილს წარმოებული კვერცხი სათანადო ტემპერატურული რეჟიმის დარღვევით, ღია დახლებზე იყო განთავსებული, რის გამოც პროდუქტი დაილუქა და კანონის შესაბამისად განადგურდება. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 742 მუხლის თანახმად (აღნიშნული რეგულაცია მიმდინარე წლის 16 მაისს ამოქმედდა), ბიზნესოპერატორი 200 ლარით დაჯარიმდა.