სურსათის ეროვნული სააგენტო: სასმელი წყალი სტანდარტებს შეესაბამება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასმელი წყლის დაბინძურების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემოწმების მიზნით, დედაქალაქის გამანაწილებელი ქსელიდან სასმელი წყლის სინჯები აიღო და გამოსაკვლევად გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ აკრედიტებულ საგამოცდო ლაბორატორიას გადაუგზავნა.
ლაბორატორიული კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ სააგენტოს მიერ აღებული სასმელი წყლის ნიმუშები შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტს“.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქ. თბილისის სასმელი წყალი უვნებელია და მომხმარებლისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს.