დაცემული ცხოველის ლაბორატორიულმა კვლევამ ინფექციური დაავადება არ გამოავლინა

დაცემული ცხოველის პათოლოგიური მასალის ლაბორატორიულმა კვლევამ ინფექციური დაავადება არ გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საქონლის დაცემასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი სპეციალისტები ადგილზე იმყოფებოდნენ. დაცემული ცხოველის პათოლოგიური მასალის ლაბორატორიულმა კვლევამ ინფექციური დაავადება არ გამოავლინა. დადგინდა, რომ ცხოველების დაცემა უამინდობის შედეგად ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას – ძლიერ წვიმასა და სეტყვას უკავშირდება. სააგენტოს სპეციალისტებმა ცხოველების დაცემის ადგილზე მეორადი ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების გამო ვეტერინარულ-სანიტარული წესების დაცვით ჩაატარეს დეზინფექციები. ღონისძიებები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები