ლანჩხუთში 20 წლის ბიჭი დანით დაჭრეს

ლანჩხუთში, საკუთარი საცხოვრებლის წინ 20 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს.
შემთხვევა გუშინ იმ დროს მოხდა, როდესაც ლუკა ფაცურია მეგობარ გოგონასთან ერთად საცხოვრებელი სახლის წინ იმყოფებოდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდას სამი პირი დაესხა თავს, რის შედეგადაც მუცლის არეში მიყენებული ჭრილობებით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.მ
ას კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს, ოპერაციის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
უწყების განმარტებით, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები