საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებული მაღალჩინოსნის საქმეზე საგამოძიებო ვადის გახანგრძლივებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, სუს-ის ყოფილი უფროსი 23 დეკემბერს დააკავეს.

გრიგოლ ლილუაშვილს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები