„თითოეული ქალაქის განვითარება ნიშნავს, რომ კომუნალური სფეროც ადეკვატურად უნდა ვითარდებოდეს; კომუნალური სფეროს განვითარება კი ნიშნავს იმას, რომ აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვა” – გივი სანიკიძე
“ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების ხელშეწყობა და ისეთი რეგულაციების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას, წყლის რესურსების მიწოდებაზე დამატებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებას”, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, გივი სანიკიძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
სანიკიძემ თბილისში მიმდინარე ორდღიანი ფორუმის – „წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმში“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და მათი ეფექტური განხორციელება ერთ-ერთი მთავარი სადისკუსიო თემაა ამ ფორუმზე.
„თითოეული ქალაქის განვითარება ნიშნავს, რომ კომუნალური სფეროც ადეკვატურად უნდა ვითარდებოდეს. კომუნალური სფეროს განვითარება კი ნიშნავს იმას, რომ აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვა. ინვესტიციების მოზიდვა კი ნიშნავს დამატებითი დანახარჯების გაწევას და შესაბამისად, აღნიშნული ინვესტიციები აუცილებელია როგორც ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, ისე არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისთვის, განახლებისთვის. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების ხელშეწყობა და ისეთი რეგულაციების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას, წყლის რესურსების მიწოდებაზე დამატებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. აქედან გამომდინარე, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და მათი ეფექტური განხორციელება ერთ-ერთი მთავარი სადისკუსიო თემაა ამ ფორუმზე“, – აღნიშნა სანიკიძემ.