მედია: ევროკომისია ესპანეთის მიერ 500 000 მიგრანტის ლეგალიზაციის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა

ევროკომისია უკმაყოფილებას გამოთქვამს ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში დაახლოებით 500 000 მიგრანტს ბინადრობისა და მუშაობის ნებართვა მიეცემა.

ევროკომისიის განცხადებით, ასეთი მასშტაბური რეგულარიზაცია, შესაძლოა, ევროკავშირის საერთო მიგრაციული პოლიტიკის მიზნებს არ შეესაბამებოდეს და არალეგალური მიგრაციის წახალისების რისკთან დაკავშირებით შეშფოთება გააჩინოს.

ესპანეთის გადაწყვეტილება, რომელიც იანვრის ბოლოს გამოცხადდა, ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ქვეყანაში 2025 წლის 31 დეკემბრამდე შევიდნენ. ხელისუფლება გადაწყვეტილებას შრომის ბაზარზე მუშახელის დეფიციტითა და მიგრანტების სოციალური ინტეგრაციის აუცილებლობით ხსნის.

საკითხზე კონსულტაციები ბრიუსელსა და მადრიდს შორის გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები