ზვიად შალამბერიძე: ყველა ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია მზად არის, ისევე როგორც საქართველო იყო მზად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ახალი ფურცლიდან დაიწყოს თანამშრომლობა
“ყველა ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია მზად არის, ისევე როგორც საქართველო იყო მზად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ახალი ფურცლიდან დაიწყოს თანამშრომლობა”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, დარწმუნებულია რომ ორ ქვეყანას შორის ოფიციალური ვიზიტები შედგება.
„ცალსახად ნათელია, რომ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა ძალიან ცოტა დროში მოხდება. ყველა ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია მზად არის, ისევე როგორც საქართველო იყო მზად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ახალი ფურცლიდან დაიწყოს თანამშრომლობა.
დარწმუნებული ვარ, უმოკლეს ხანში გარკვეული ოფიციალური ვიზიტების გაცვლა იქნება ჩვენ ორ ქვეყანას შორის“, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.