ტყიბულში, ერთ-ერთ შახტში ერთი ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულია შახტში დასაქმებული.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.