ირანში ასობით პატიმარი შეიწყალეს

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა სეიედ ალი ხამენეი, რიგი მსჯავრდებულების შეწყალებას ან სასჯელის შეცვლას დათანხმდა,- ამის შესახებ ირანული მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხამენეიმ დააკმაყოფილა სასამართლო ხელისუფლების თავმჯდომარე ღოლამ ჰოსეინ მოჰსენი ეჯეის მოთხოვნა 2108 მსჯავრდებულისთვის ამნისტიის, სასჯელის შეცვლის ან სასჯელის უფრო მსუბუქი ზომით შეცვლის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია რელიგიურ და ეროვნულ დღესასწაულებთან დაკავშირებით და არ ვრცელდება მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებზე, მათ შორის მათზე, ვინც ბრალდებულია ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები