ახალი სასწავლო წლისთვის რამდენიმე სკოლა გარემონტდება და ახალი სკოლები აშენდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საგანმანათლებლო დაწესებულებების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს უწყვეტად განაგრძობს. სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის მშენებლობის გარდა ახალი სასწავლო წლისთვის რეაბილიტაცია რამდენიმე ასეულ სკოლას და პროფესიულ სასწავლებლებს ჩაუტარდება.ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტთა კორპუსს გააცნო. 2014 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება: თბილისში – 43 საჯარო სკოლას.გარდა ამისა, დაიწყება 3 სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 3 პროფესიულ სასწავლებელს, შიდა ქართლში – 24 საჯარო სკოლას, ქვემო ქართლში – 34 საჯარო სკოლას, მცხეთა-მთიანეთში – 6 საჯარო სკოლას, კახეთში – 21 საჯარო სკოლას, სამცხე – ჯავახეთში – 28 საჯარო სკოლას და ერთ პროფესიულ სასწავლებელს, იმერეთი – 78 საჯარო სკოლას, გურია – 18 საჯარო სკოლას, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11 საჯარო სკოლას და სამ პროფესიულ სასწავლებელს, სამეგრელო, ზემო სვანეთი/აფხაზეთი – 56 საჯარო სკოლას და სამ პროფესიულ სასწავლებელს.2014 წელს სკოლების მშენებლობა დაიწყება: გურია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, ზოტის სკოლა, გურია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, შუა ამაღლების სკოლა, იმერეთი, ვანის მუნიციპალიტეტი, ზედავანის სკოლა, სამცხე-ჯავახეთი, ადიგენის მუნიციპალიტეტი, არალის სკოლა, თბილისი, N61 სკოლა, თბილისი, N103 სკოლა, თბილისი, N100 სკოლა.საქართველოს მასშტაბით სულ 9 ახალი საჯარო სკოლა შენდება: საჯარო სკოლა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, საჯარო სკოლა ქარელის რაიონის სოფელ აბანოში, საჯარო სკოლა სოფელ ბუღაშენში; საჯარო სკოლა სოფელ ახალ დიოკნისში; საჯარო სკოლა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთში; საჯარო სკოლა სოფელ მუხრანში; საჯარო სკოლა სოფელ სადგურ სვირში; საჯარო სკოლა სოფელ წიფნარში; საჯარო სკოლა სოფელ წილკანში.საქართველოს მასშტაბით 2014 წელს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციაზე დაახლოებით 37 542 777,00 მლნ. ლარი დაიხარჯება. მათ შორის 44 სკოლის გაზიფიცირება და 34 სკოლაში ახალი გათბობის სისტემა დამონტაჟება იგეგმება. მშენებარე სკოლები: 2014 წელს დასრულდება 7 საჯარო სკოლა, 2015 წელს დასრულდება 6 საჯარო სკოლა, 2016 წელს დასრულდება 3 საჯარო სკოლა, 2014-2016 წლებში ახალი სკოლების მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 55 000 000 მლნ. ლარი იქნება.