აფრიკის ერთობის ორგანიზაციამ სუდანს წევრობის უფლება დემონსტანტების დარბევის გამო შეუჩერა
აფრიკის ერთობის ორგანიზაციამ (AU) სუდანს წევრობის უფლება მას შემდეგ შეუჩერა, რაც სამხედროებმა დემონსტრაცია დაარბიეს და აქციის ათობით მონაწილე მოკლეს. აღნიშნული ინფორმაცია ორგანიზაციის მშვიდობისა და უსაფრთხოების დეპარტამენტმა “ტვიტერში” გამოაქვეყნა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სუდანს წევრობის უფლება მანამდე შეუჩერდა, სანამ დარდამავალი სამოქალაქო ხელისუფლება არ ჩამოყალიბდება. აფრიკის ერთობის ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება კრიზის აღმოფხვრის ერთადერთი გზაა.
რეზოლუცია ადის-აბაბაში, გაერთიანების შტაბ-ბინაში აფრიკის ერთობის ორგანიზაციის საგანგებო სხდომაზე მიიღეს, რომელიც სუდანის დედაქალაქ ხარტუმში აქციის მონაწილეების დარბევის შემდეგ გაიმართა.
სუდანში დემონსტრაციის დარბევის შედეგად 108 ადამიანი დაიღუპა, 500-ზე მეტი კი დაშავდა.