საზარელი ავარია რუსეთში – არიან გარდაცვლილები (ვიდეო)

რუსეთში, ივანოვოს რეგიონში ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ლაიფ” ავრცელებს.
მათი ცნობით, გარდაცვლილები არიან ერთი მამაკაცი, ორი ქალი და ერთი არასრულწლოვანი გოგონა, რომელსაც მანქანა დაეჯახა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მანქანა საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ჯერ ქუჩაში მყოფ 16 წლის გოგონას დაეჯახა, შემდეგ კი – კორპუსს.
ამ ეტაპზე, საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები