სკოლებში მონიტორინგი გაძლიერდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მენინგიტის შემთხვევებთან დაკავშირებით, სკოლებში მონიტორინგი გააძლიერა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის განცხადებით, საჯარო სკოლებში მივლინებული არიან რესურსცენტრების და სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მდგომარეობას აკონტროლებენ. მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული პირები აკონტროლებენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, ასევე ჰიგიენური პირობების დაცვას. “ჯერჯერობით ინფორმაცია, რომელიც იკრიბება, არის მხოლოდ და მხოლოდ დადებიითი და პოზიტიური”, – აღნიშნა თამარ სანიკიძემ.