„საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარის გაუფასურების გაგრძელება მოსალოდნელი არ არის“

ეკონომისტის, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცეპრეზიდენტის, პაატა ბაირახტარის განცხადებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარის გაუფასურების გაგრძელება მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ ბაირახტარმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თუ შევხედავთ ჩვენი ეკონომიკის სპეციფიკურობას, ის არის საკმაოდ სეზონური. საბედნიეროდ, ახლა მოდის ის სეზონი, რომელიც ჩვენი ეკონომიკისთვის ყველაზე უფრო პოზიტიურია ხოლმე და საიდანაც ყველაზე მეტ ბენეფიტს ვიღებთ – მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არცერთი მაკროეკონომიკური პარამეტრი გაუარესებული არ არის. ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი წინა წელთან შედარებით არის გაუმჯობესებული. ასევე, როგორც აღვნიშნე, მოდის ზაფხულის სეზონი, რომელიც დაკავშირებულია არა მხოლოდ დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტის შემოდინებასთან ქვეყანაში, არამედ, როგორც წესი, ამ პერიოდში ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინება იკლებს ხოლმე სხვადასხვა მიზეზთა გამო. აქედან გამომდინარე, საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარის გაუფასურების გაგრძელება მოსალოდნელი არ არის“, – განაცხადა ბაირახტარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები