ვლადიმირ პუტინი და რომის პაპი ერთმანეთს ივლისში შეხვდებიან

რომის პაპი ფრანცისკე და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს 4 ივლისს, პუტინის იტალიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდებიან. ინფორმაციას ოფიციალური ვატიკანი ავრცელებს.
“გიდასტურებთ, რომ მამა ფრანცისკე​ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ვატიკანში 4 ივლისს უმასპინძლებს”, – განაცხადა წმ.ტახტის დროებითმა პრესსამსახურმა, ალესანდრო ჯიზოტიმ.
ამასთან, ფრანცისკე I-ს 5-6 ივლისს უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის არქიმანდრიტთან, სვიატოსლავ შევჩუკთან, სინოდის მუდმივ წევრებსა და მიტროპოლიტებთან​ აქვს შეხვედრა დაგეგმილი.
ცნობისთვის, რომის პაპი და რუსეთის ლიდერი ორჯერ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს – 2013 წლის 25 დეკემბერს და 2015 წლის 10 ივნისს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები