მარტვილში ინტელექტუალური ჩემპიონატი ,,რა? სად? როდის” ჩატარდა

5 ივნისს, მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „სხივის“–ში, სკოლის ადმინისტრაციისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, ინტელექტუალური ჩემპიონატი „რა? სად? როდის?“ გაიმართა.
ჩემპიონატში მარტვილის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ორგანიზაციისგან შემდგარი შვიდი გუნდი მონაწილეობდა.
შეჯიბრის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები. პირველი ადგილი მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილზე მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტის გუნდი.
გამარჯვებულები სიმბოლური პრიზებით დაჯილდოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები