ქობულეთში ნარჩენების განთავსების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ობიექტი აშენდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით    ახალი სანიტარული ნარჩენების განთავსების ობიექტი აშენდება, რომელიც პირველი თანამედროვე, ევრო სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი იქნება საქართველოში, რომლის მშენებლობის პროცესში საერთაშორისო საფინანსო და საკონსულტაციო ორგანიზაციებია ჩართული. ნარჩენების მართვის პროექტი  ახალი სანიტარული ნარჩენების მართვის    ობიექტისა და  მისასვლელი გზის დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობას, ასევე, ბათუმისა და ქობულეთის არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელების დახურვას ითვალისწინებ.
პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 3 მილიონი ევრო  ევროპის   რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ  იაფი სესხის ფარგლებში, ხოლო 4 მილიონი ევრო გრანტის სახით  შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ დაფინანსდა.
სოფელ ცეცხლაურში თანამედროვე ევრო სტანდარტების ნარჩენების  განთავსების ობიექტის მშენებლობის პროექტის გაცნობის მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები