ლარი დოლართან მიმართებით 0.0148 პუნქტით გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით ი 0.0148 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.7500 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.7648 ლარი ღირდა.
0.0120 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.0990 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1110 ლარი იყო.