სიღნაღი-ანაგას მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას საავტომობილო გზის კმ16-კმ21 (ქ.სიღნაღი – სოფ.ანაგა) მონაკვეთზე, „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, „თბილისის ერთიანი საავტომობილო ფედერაციის“ ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებით, აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი დაიგეგმა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულის გამო ამ მონაკვეთზე მიმდინარე წლის 23 ივნისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. მათივე ცნობით, მოცემული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება.
„აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს საპატრულო პოლიციის და შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები