რუსთავის მერს ეზოდან ტრაქტორი მოპარეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში ერთ-ერთი სახლის ეზოდან სახნავ-სათესი ტრაქტორი მოიპარეს. როგორც ცნობილია, აღნიშნული ტრაქტორი რუსთავის მერს, ირაკლი ტაბაღუას ეკუთვნის.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სახლიდან მხოლოდ ტრაქტორია მოპარული და სხვა ნივთები არ არის წაღებული.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.