ალექსანდრე მოწერელია IDFI-ის კვლევაზე: დაწესებულ ლიმიტზე უფრო ნაკლები საწვავი მაქვს მოხმარებული

“თუკი ჩვენ გვაქვს საწვავის შედარებით უფრო მეტი ხარჯი, ეს ბუნებრივიც არის, ვინაიდან ჩვენ დიდი რეგიონი ვართ, მაღალმთიანი ნაწილიც ძალიან დიდი არის ჩვენს რეგიონში”, – ასე ეხმაურება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია IDFI-ის მიერ მომზადებულ კვლევას, სადაც აღნიშნულია, რომ 2017-2018 წლებში შვიდმა გუბერნატორმა 132,208 ლიტრის საწვავი დახარჯა.
​მისივე თქმით, მას დაწესებულ ლიმიტზე უფრო ნაკლები საწვავი აქვს მოხმარებული.
„აუდიტის სამსახური გეგმაზომიერად ამოწმებს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციას – ეს ერთი. და თუკი ჩვენ გვაქვს საწვავის შედარებით უფრო მეტი ხარჯი, ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან ჩვენ დიდი რეგიონი ვართ, მაღალმთიანი ნაწილიც ძალიან დიდია ჩვენს რეგიონში და რაც შეეხება არასამუშაო დღეებს – თქვენ შეგიძლიათ, ძალიან მარტივად ნახოთ, რომ შაბათ-კვირასაც ძალიან ხშირად ვიმყოფები ჩვენი რეგიონის სხვადასხვა სოფელში.
ამდენად, როგორ ითვლება ეს – არასამუშაო დღეს მე გადახარჯვა მაქვს, არ მაქვს, მე ვერ მოგახსენებთ. მე ვიცი, რომ ლიმიტზე გაცილებით უფრო ნაკლები საწვავი მაქვს მოხმარებული. თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ ეს დოკუმენტში და, ამდენად, არ ვიცი, რას ეყრდნობა ის კვლევები“, – აცხადებს ალექსანდრე მოწერელია.
​შეგახსენებთ, რომ IDFI-ის მიერ მომზადებული დღეს გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, 2017-2018 წლებში სამცხე ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის 7 გუბერნატორის მიერ სულ დახარჯულია 132,208 ლიტრის

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები