აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთში დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ხუცუბანში 2,2 კმ. ასფალტბეტონის საფარი მოეწყო. პროექტის ღირებულება 1 034 000 ლარს შეადგენს.

მიმდინარე წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტი  ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით, 10 მილიონი ლარის სამუშაოებს განახორციელებს. მოეწყობა 15 კმ. სიგრძის ასფალტობეტონის საფარი, 24 კმ. სიგრძის ბეტონის საფარი და აშენდება 7 ახალი ხიდი.

თორნიკე რიჟვაძე ხუცუბნის ცენტრის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. სოფლის ცენტრის კეთილმოწყობისთვის ბიუჯეტიდან 395 645 ლარია გამოყოფილი.

პროექტის მიხედვით, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ტროტუარები, მოეწყობა მწვანე ზოლი და შეიცვლება გარე განათების სისტემა,  ასევე, განახლდება რაგბის მოედანი და მოეწყობა 2 ახალი მოსაცდელი.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნული სამუშაოები საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მოინახულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები