სკოლებში სწავლა განახლდა
დღეიდან სასწავლო პროცესი განახლდა. განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების გადაწყვეტილებით, ყველა იმ სკოლაში, სადაც ინფექციური მენინგიტის შემთხვევების გამო, დაწყებით კლასებში დასვენება იყო გამოცხადებული, სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.
განათლების მინისტრის ინფორმაციით, იმ სკოლებში, სადაც სწავლა ერთ კვირაზე მეტხანს იყო შეწყვეტილი, გაცდენილი დღეები შაბათ-კვირას ანაზღაურდა.
მთავრობის წევრების თქმით, მენინგიტის გავრცელების საფრთხე შემცირებულია და მდგომარეობა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში სტაბილურია.