ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში, დიდი ინჩხურის გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გრიგალავამ დაათვალიერა.
„პროექტის ფარგლებში დაიგება 2 286 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა გრუნრის კუვეტები, გზის გადამკვეთი ლითონის მილები, ლითონის მილები მიერთებებზე და ეზოში შესასვლელებში, გზის დამცავი გაბიონი. პროექტის ღირებულება 914 628 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს „არქეოპოლისი“ ასრულებს“, – აცხადებენ მერიაში.
მათივე ცნობით, ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები