ბაღდათის მუნიციპალიტეტმა თავისუფალი ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა
ბაღდათის სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრში ლევან ებანოიძისა და ავთანდილ გურგენიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 2004-2005, 2007-2008 წლებში დაბადებულმა 355-მა სპორტსმენმა, როგორც საქართველოს რეგიონებიდან, ასევე, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან მოწვეულმა მოჭიდავეებმა მიიღეს.
„ტურნირზე ბაღდათელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. შედეგები ასე გადანაწილდა: I ადგილი დაიკავეს იგორ ფანგანმა, ლუკა რურუამ (მწვრთნელი: მევლუდ ჯიხვაძე) და დათო ბურჯანაძემ (მწვრთნელი: კოტე გურგენიძე), II ადგილის მფლობელები გიორგი ბურჯანაძე და გუგა აბრამიშვილი (მწვრთნელი: კოტე გურგენიძე) გახდნენ, ხოლო III ადგილზე ამირან მეფარიშვილი, გიორგი მიშველიძე (მწვრთნელი: მევლუდ ჯიხვაძე) და ოლეგ კბილაშვილი (მწვრთნელი: გოგი ვაშაყმაძე) გავიდნენ“, – აცხადებენ მერიაში.
ტურნირს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი – არჩილ გოგსაძე, საკრებულოს თავმჯდომარე – შალვა მშვილდაძე და ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი – კობა ლურსმანაშვილი დაესწრნენ. ტურნირზე, ასევე, იმყოფებოდა ლევან ებანოიძე.