ამირან გამყრელიძე: მენინგიტის შემთხვევების ტემპმა იკლო

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დღეისათვის მენინგიტის 538 შემთხვევაა დაფიქსირებული. მისი თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მენინგიტის შემთხვევების ტემპმა იკლო.
“მენინგიტთან დაკავშირებით მინდა მოგცეთ ინფორმაცია, რომ ადგილი აქვს ზრდის ტემპის კლებას. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ტემპი იკლებს, დღეისათვის 538 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 291 თბილისში. დაავადებათა მიმდინარეობა ხასიათდებოდა მსუბუქად და საშუალო სიმძიმით, უმრავლესობა პაციენტებისა გაეწერა და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენი რეკომენდაციები ისევ გახლავთ ის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ სანიტარული ჰიგიენური პირობები, რამეთუ, ამ ტიპის მენინგიტის პრევენცია ვაქცინის საშუალებით არ ხდება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები