სინოდის სხდომა ხვალ გაიმართება

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა ხვალ გაიმართება. საპატრიარქოს ცნობით, სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უხელმძღვანელებს. სხდომაზე განსახილველი საკითხები უცნობია.
წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება: გაზაფხულზე და შემოდგომაზე, სადაც ეკლესიისთვის მნივნელოვან საკითხებს განიხილავენ. წელს სინოდის სხდომა პირველად იმართება. ბოლო სხდომა 11 ოქტომბერს ჩატარდა და, სხვა საკითხებთან ერთად, ახლად შექმნილ ეპარქიებში შვიდი ახალი მღვდელმთავარი დაადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები