ძლიერმა სეტყვამ გორის რაიონის 7 სოფელი დააზარალა
ძლიერი სეტყვისა და წვიმის შედეგად 7 სოფელი დაზარალდა გორის მუნიციპალიტეტში. განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ რეჰაში, სადაც მთლიანად განადგურებულია ხეხილის ბაღები, ნათესები და ვენახი. ასევე დაიტბორა სახლების ქვედა სართულები და ქუჩები. ადგილობრივების თქმით, ასეთი ძლიერი სეტყვა მათ არ ახსოვთ. მათი თქმით, ისინი მოსავლისა და ზამთრის მარაგის გარეშე დარჩნენ. მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს. სტიქიას ძლიერი ქარიც ერთვოდა, რის გამოც დაზიანდა სადენები, რამაც დენის გათიშვა გამოიწვია. ელექტროენერგიის მიწოდება მოგვიანებით აღდგა.