გარემოს ეროვნული სააგენტო მტკვრის დაცვის დღეს აღნიშნავს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო დღეს, მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით, ბარათაშვილისა და მშვიდობის ხიდებს შორის, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სხვადასხვა ღონისძიებას გამართავს. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები წყლის სინჯებს აიღებენ. გაიმართება ბენდ “ესპერას” კონცერტი ირაკლი ქოიავას ხელმძღვანელობით, მოიხატება მტკვრის კალაპოტი, მოეწყობა ფოტოგამოფენა და შეკრებილ სტუმრებს კიდევ არაერთი სიუპრიზი ელით.
როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ, ღონისძიების მიზანია, საზოგადოების ჩართვა და ცნობიერების ამაღლება მოხდეს მტკვრის მნიშვნელობასთან, ასევე წყლის რესურსების გაფრთხილების და დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით. “მტკვრის დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სლოგანია: “გაალამაზე და გაუფრთხილდი მტკვარს”. გელით ყველას, ერთად რომ აღვნიშნოთ მტკვრის დაცვის დღე, ერთად გავალამაზოთ და გავუფრთხილდეთ მტკვარს”, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები