„სიძნელეებთან ჭიდილში გავიზარდე, გავძლიერდი და ჩამოვყალიბდი“…

ლიტერატურა და კითხვა ბავშვობიდან უყვარდა. მოწოდებით ფილოლოგად მიიჩნევს თავს, თუმცა წარმატებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური და იურიდიული ფაკულტეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა ტექსტოლოგიის განხრით, ორი სადისეერტაციო ნაშრომის და ერთი წიგნის ავტორი, დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის დამფუძნებელი და რექტორი, პროფესორი.
ფაზისის აკადემიის ნამდვილი წევრი და აკადემიკოსი, ასევე ტაოკლარჯეთის აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრი.ერსონა 2019-ის ტიტულ მფლობელია განათლების განვიარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ამბობს, რომ  განათლების დღევანდელ სისტემაში ბევრი რამ არის შესაცვლელი და ეს ცვლილებები სკოლის პროგრამებიდან უნდა დაიწყოს. – დავით აღმაშენებლის აკადემიის რექტორის, ნანა ჯიქიას პერსონა.

– ლაღი და უზრუნველი ბავშვობა მქონდა. მშობლები ზომიერად მკაცრი და მომთხოვნი. კითხვა და ფიქრი ბებომ შემაყვარა, რომელიც პედაგოგი გახლდათ და თემატურად მაწვდიდა წასაკითხ ლიტერატურას. როგორც ბავშვების უმრავლესობა, ვცხოვრობდი ჩემს ლიტერატურულ პერსონაჟებთან ერთად.
სკოლაში ყველა საგანს ერთნაირად ვსწავლობდი. განსაკუთრებით მიყვარდა ქიმია და ქართული ენა და ლიტერატურა. ვფიქრობ, ეს პედაგოგების დამსახურება იყო.
– წარმატებით დამთავრეთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური და იურიდიული ფაკულტეტი… რატომ ეს ორი სპეციალობა? მაშინვე ხედავდით მოწოდებას?
– წარმატებით დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იმავე წელს ჩავაბარე ასპირანტურაში ტექტოლოგიის განხრით. იურისტებთან მომიწია მეტყველების კულტურის წაკითხვამ. მოგეხსენებათ, იურისტის პროფესია უფრო მოთხოვნადი იყო იმჟამად, ვიდრე ფილოლოგის. მეც პრაქტიკული თვალსაზრისით ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე. თუმცა, მოწოდებით და შინაგანად ფილოლოგი ვარ. პრაქტიკული თვალსაზრისით გამომადგა ჩემი მეორე სპეციალობა.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა ტექსტოლოგიის განხრით დაამთავრეთ… ორი დისერტაცია დაიცავით…
– ჩემი სადისერტაციო ნაშრომის თემა იყო: ჟურნალი ,,საქართველოს მოამბე“, როგორც ტექსტოლოგიური წყარო“. დისერტაციაზე მუშაობის პერიოდში ბევრი მასალა შემხვდა სამართლებრივი მიმართულებით. მოგეხსენებათ, დიდი ილია ჭავჭავაძე პროფესიით იურისტი გახლდათ და ხშირად აქვეყნებდა პუბლიცისტურ ნაშრომებს ამ მიმართულებით სხვადასხვა ჟურნალში,  მათ შორის ,,საქართველოს მოამბეში“.
როცა ერთი დისერტაცია დავიცავი, ფაქტობრივად,  მეორე ნაშრომისთვის მასალა უკვე დამუშავებული მქონდა.
1996 წლიდან დღემდე, მუშაობთ საგანმანათლებლო სისტემაში. კითხულობთ ლექციებს…
– დიახ. 1996 წლიდან ვკითხულობ ლექციებს სხვადასხვა სასწავლებელში… ახალგაზრდა ვიყავი, როცა მეორადი სპეციალობის ასაკოვან სტუდენტებთან მიწევდა ლექციის ჩატარება. იყო უხერხულობის განცდაც, მაგრამ მალე ვძლიე.
– დავით აღმაშენებლის აკადემიის რექტორი ხართ…  რამდენი წელია უძღვებით ამ თანამდებობას და რა მიგაჩნიათ უმნიშველოვანეს მიღწევად ამ პერიოდში?
– 2012 წლიდან დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ,,აღმაშენებელის“ რექტორი გახლდით, 2015 წლიდან – დავით აღმაშენებლის აკადემიის რექტორი.
ვცდილობ, მუდმივად ავუწყო ფეხი თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნებს და დავნერგო ინოვაცია ამ მიმართულებით.ზოგჯერ გამოდის,ზოგჯერ – არა, მაგრამ  ახლებური ხედვის და ინოვაციური მიდგომის სურვილი  არასოდეს დამიკარგავს. ყოველი დაბრკოლება მიზნისკენ გაათკეცებულად სწრაფვის უნარს მივითარებს..
– დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემია წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას – როგორც მაღალმთიანი რეგიონების ახალგაზრდების განათლებაგანვითარების პროგრამას, ასევე – შშმ პირების განათლებაგანვითარების პროგრამას. პროექტი – საჯარო მოხელის საჯარო ლექცია
პროექტი საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ქართველების მასტერკლასებიაკადემიას სტუმრობდნენ: ჩიკაგოს, ავსტრიის, ბელგიის, საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ჰოლანდიის, გერმანიის, შვედეთის წარმატებული ადამიანები
რით იყო ეს პროექტი ნიშანდობლივი?
–  აკადემიური პროგრამების გარდა, აკადემია წარმატებით ახორციელებს: ა) ,,მაღალმთიანი რეგიონების ახალგაზრდების განათლება-განვითარების პროგრამას“. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენთან უფასო სწავლებას გადიან დუშეთის, მესტიის და სხვა მაღალმთიანი რეგიონის ახალგაზრდები. ბ),,შშმ პირების განათლება-განვითარების პროგრამა“, რომლის ფარგლებში უფასოდ ვასწავლით სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს მათთვის სასურველ მოკლევადიან პროგრამებზე.
სწორედ მათთვის ტარდება მორიგი პროექტი;  გ) ,,საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ქართველების მასტერკლასები“. ამ პროექტის ფარგლებში აკადემიას სტუმრობდნენ: ჩიკაგოს, ავსტრიის, ბელგიის, საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ჰოლანდიის, გერმანიის, შვედეთის წარმატებული ადამიანები, რომლებიც გვიზიარებენ თავიანთი წარმატების საიდუმლოს და სტიმულს აძლევენ ჩვენს ახალგაზრდებს მომავლის და კარიერის დაგეგმვაში.
აკადემიაში ყოველთვიურად ტარდება საჯარო ლექციები. პროექტის ფარგლებში ,,საჯარო მოხელის საჯარო ლექცია“ გვსტუმრობენ: საქართველოს პარლამენტის წევრები, საჯარო მოხელეები,მინისტრები რაც თავისთავად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი ახალგაზრდებისთვის.
ახალგაზრდა ყოველთვის გრძნობს, როცა მასზე ზრუნავენ. ჩვენ მათ ვუქმნით მშვიდ, კომფორტულ გარემოს და ამავდროულად ვზრუნავთ, აიმაღლონ მოტივაცია.
მათთვისვე ტარდება ინგლისური ენის პრაქტიკული კურსები უცხოელი პედაგოგებისგან.
აკადემია პირველია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, ვინც დისტანციურ სწავლებას ახორციელებს რეგიონების მაშტაბით შშმ პირთათვის და არამხოლოდ მათთვის.
პროექტში ჩართულები არიან:  ადგილობრივი ექსპერტები – პრეზიდენტის მრჩეველი შშმ პირთა საკითხებში სიმონ პეტრიდისი, არასამთავრობო ორგანიზაცია შშმ პირთა უფლებებისთვის დამფუძნებელი, დავით აღმაშენებლის აკადემიის საპატიო პროფესორი თამაზ მჟავანაძე, აგრეთვე ჩართულები არიან – საერთაშორისო დონეზე აღიარებული პროფესორები – -ბელგიის სამეფო კარის იურისტი, ლიუვენის უნივერსიტეტის პროფესორი მარეკ სამპერმანსი,  კენტუკის უნივერსიტეტის მაგისტრი ექსპერტი დისტანციურ საკითხებში ჯეფრი სილვერმანი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია განათლების ევროპული და ამერიკული მოდელის დანერგვა-განვითარება, გამოცდილების გაზიარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მასტერკლასები, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული ადამიანები გვიზიარებენ.
წინ მრავალი გეგმა და სურვილია.
ვეცდებით, დავნერგოთ დროის შესაბამისი სიახლეები, რათა ქვეყანას მოტივირებული, პროფესიონალი და დასაქმებაზე ორიენტირებული კადრები შევთავაზოთ!
– ამჟამად წარმატებით დაიწყო პროექტი – ქართული ენის დისტანციური სწავლების საპილოტე პროგრამა საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლებისთვის.
–  სულ ახლახან  დავიწყეთ ქართული ენის დისტანციური სწავლების საპილოტე პროგრამა საძღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლებისთვის. პირველი სასწავლო პროცესი ნიუ-იორკის ქართულ საკვირაო სკოლაში განხორციელდა და შედეგი საკმაოდ ემოციური და იმედიანი გახლავთ. თაობებმა არ უნდა დაკარგონ მშობლიური ენა ემიგრაციაში. მიუხედავად იმისა, რომ  სახელმწიფოებრივ დონეზე დიასპორული ორგანიზაციების მიმართ ბევრი სასიკეთო პროექტი ხორციელდება, ვფიქრობ, სწავლების ეს მოდელი ხელს შეუწყობს ემიგრანტი ბავშვებისთვის  მშობლიური ენისა და საქართველოს ისტორიის მიმართ სიყვარულის გაღრმავებას.
– მიღებული აქვთ ჯილდოები. წლის ლიდერი ქალი 2017;  ტაოკლარჯეთის სამეცნიერო აკადემიის მეგობრობის ვარსკვლავი და დროშა;  ქართულებრაულ ურთიერთობაში შეტანილი წვლილისთვის მედალი.
საქართველოს
წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიაზე პერსონას ტიტული სულ ახლახან  განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღეთ…  თქვენ რას დაამატებდით?
– სასიამოვნოა, როცა შრომა გიფასდება, მაგრამ ჩემთვის მთავარი ჯილდო ის ახალგაზრდაა, რომელსაც ხელს წავაშველებ ცნობიერების ამაღლებაში და ვაპოვნინებ საკუთარ  ადგილს საზოგადოებაში.
– რა სჭირდება დღევანდელ განათლებას?
ახალგაზრდებს, უპირველესად, წიგნიერება აკლიათ, რაც ჩვენი თაობისთვის გულსატკენია.
განათლების დღევანდელ  სისტემაში ბევრი რამ არის შესაცვლელი და ეს ცვლილებები სკოლის პროგრამებიდან უნდა დაიწყოს.
– ჰობი…
– კითხვა და ცურვა. წყლისგან ვიღებ ენერგიას.
–  ოჯახი, შვილები, შვილიშვილები…
– ჩემი ოჯახი ჩემი ციხესიმაგრეა. მყავს 2 ქალიშვილი და ხუთი შვილიშვილი. შვილებს ადრეულ ასაკში ჩავუნერგე განათლებისა და ღირებულებების პრიორიტეტი და გაამართლა. დღეს  უკვე  შემდგარი ადამიანები არიან და თავად ზრდიან შვილებს ამ პრიორიტეტებით.
ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გამართლება ჩემი ოჯახია.
– რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– სიძნელეებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, რომელიც შემხვდა ცხოვრებაში, არაფერს არ შევცვლიდი, რადგან სიძნელეებთან ჭიდილში გავიზარდე, გავძლიერდი და ჩამოვყალიბდი.
სამომავლო გეგმები…
– წინ, დიდი გეგმებია!

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები