მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება

   მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით, ხვალ, 2 ივნისს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო, 18:00-დან 22:00 საათამდე ბარათაშვილისა და მშვიდობის ხიდებს შორის, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სხვადასხვა ღონისძიებებს გამართავს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი სპეციალისტებთან ერთად წყლის სინჯების აღებაში მიიღებს მონაწილეობას.
“გაიმართება ცოცხალი კონცერტი ბენდ „ესპერას” მონაწილეობით, მოიხატება მტკვრის კალაპოტი, მოეწყობა ფოტოგამოფენა, ცეცხლოვანი შოუ და შეკრებილ სტუმრებს კიდევ არაერთი სიუპრიზი ელით. ღონისძიების მიზანია, რომ საზოგადოების ჩართვა და ცნობიერების ამაღლება მოხდეს მტკვრის მნიშვნელობასთან, ასევე წყლის რესურსების გაფრთხილების და დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით. მტკვრის დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სლოგანია „გაალამაზე და გაუფრთხილდი მტკვარს”. გელით ყველას ერთად, რომ აღვნიშნოთ მტკვრის დაცვის დღე, ერთად გავალამაზოთ და გავუფრთხილდეთ მტკვარს“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები