შსს-მ სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შსს-ს მომსახურების სააგენტო მცხეთა–მთიანეთის რაიონში მდებარე წმ. გიორგი მთაწმინდელის დედათა მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელებს დაეხმარა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მომსახურების სააგენტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს სხვადასხვა სახის საჩუქრებს გადასცა. მათ შორისაა: სარეცხი მანქანა, ფოტოაპარატები, საკვები, ტანსაცმელი, სათამაშოები და პირადი ჰიგიენის ნივთები.
შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ზუბადალაშვილმა პირადად მიულოცა თავშესაფრის აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და თითოეულ მათგანს საჩუქრები გადასცა.
სამომავლოდ, შსს-ს მომსახურების სააგენტო სხვადასხვა საჩუქრებით კვლავ დაეხმარება აღნიშნულ სარეაბილიტაციო ცენტრს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=i2ZEyP5Ij68&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები