ავღანეთში, მეჩეთში აფეთქება მოხდა – დაღუპულია სასულიერო ლიდერი

ქაბულის აღმოსავლეთით მეჩეთში აფეთქება მოხდა. სულ მცირე, დაღუპულია ერთი ადამიანი, ხოლო 16 – დაშავებულია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპული სასულიერო ლიდერია.
ინციდენტის ადგილას მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების მანქანები.
ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქების დროს მეჩეთში პარასკევის ლოცვა მიმდინარეობდა და შენობა სავსე იყო ხალხით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები