ასანჟს ამერიკაში 175-წლიანი პატიმრობა ემუქრება

0

WikiLeaks-ის დამაარსებლისთვის, ჯულიან ასანჟისთვის დამატებით 17 ბრალდების წარდგენის შემდეგ მას 175-წლიანი პატიმრობა ემუქრება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
“ასანჟს, ბრალდებულად ცნობის შემდეგ, თითო პუნქტის მიხედვით 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება, ხოლო კომპიუტერის გატეხვისა და შეღწევის ბრალდება 5-წლიან პატიმრობას გულისხმობს. საბოლოოდ, მას 175-წლიანი პატიმრობა ემუქრება”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ასანჟს ბრალი ედება ჯაშუშობის შესახებ კანონის დარღვევაში და საიდუმლო ინფორმატორების სახელების უკანონოდ გამჟღავნებისთვის.

კომენტარები

კომენტარი