7 ქალის მკვლელობა და 40-ის გაუპატიურება-​სერიული მკვლელი სიკვდილით დასაჯეს

ამერიკის შტატ ფლორიდაში სერიული მკვლელი – ჯო ლონგა სიკვდილით დასაჯეს. მან 1984 წელს ჩადენილი დანაშაული – 8 ქალის მკვლელობა აღიარა.
დამნაშავეს სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს.
ლონგას 1985 წელს უმაღლესი სასჯელი მიესაჯა 22 წლის გოგონას მკვლელობისთვის. მოგვიანებით მან კიდევ 7 ქალის მკვლელობა და 40 ქალის გაუპატიურება აღიარა.
დღესდღეობით, ამერიკაში სიკვდილით დასჯა ნებადართულია 31 შტატში. პატიმართა უმრავლესობა სასიკვდილო ინიექციას ირჩევს. ზოგიერთ შტატში, ასევე, ნებადართულია ჩაცხრილვა, ჩამოხრჩობა და გაზის კამერაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები