“კონსოლიდირებული დასავლური დემოკრატის პროცესი საქართველოში სააკაშვილმა შეაფერხა”

0

პოლიტიკის დამოუკიდებელი ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, კონსოლიდირებული დასავლური დემოკრატი პროცესი საქართველოში მიხეილ სააკაშვილმა შეაფერხა.

“რ2” მორიგი ფეიქი, საქართველოზე “უმძიმეს დასკვნაზე”. სინამდვილეში, ჩეთემ ჰაუსის მკვლევარ ვინმე კრისტინა გერასიმოვას კვლევა ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინას და მოლდოვასაც.

მკვლევარს აშკარად უჭირს ფართოდ დახუჭული თვალების ფართოდ გახელა. ემოციურად მოსწონს ეტყობა სააკაშვილი და არ უნდა დაინახოს ის, რაც მისი მმართველობისას საქართველოში ხდებოდა და რასაც Chatham House წესით უნდა აკრიტიკებდეს.

მოკლედ, არაფერი ახალი ამ კვლევაში არ არის და ყველა ვინც მეტნაკლებად ერკვევა საკითხში, იცის, რომ ამ სამ ქვეყანაში რიგი მიზეზების გამო ვერ იქნება ამ ეტაპზე კონსოლიდირებული დასავლური დემოკრატია და თუკი ვინმემ შეაფერხა ეს პროცესი ჩვენთან, სწორედ სააკაშვილმა. ამისთვის საკმარისია ნახოთ ჩვენი დემოკრატიის ინდექსები 2004-2012 წლებში”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი