სააკაშვილი ზელენსკის მიმართავს: მზად ვარ, უკრაინას სიცოცხლე შევწირო

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა, მიხელ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელესნკის თხოვნით მიმართა, დაუბრუნოს მოქალაქეობა. პოლიტიკოსის მიმართვა გამოქვეყნებულია მისი ადვოკატის, რუსლან ჩერნოლუცკის Facebook-ის გვერდზე.
“ვაგრძელებთ ახალ სტადიასა და აქტიურ თავდაცვას მიხელ სააკაშვილისთვის უკრაინაში დაბრუნებისთვის. ახალი ეპოქა დადგა – ახალი პრეზიდენტი!”,- წერს ადვოკატი.
საკუთარ შეტყობინებაში სააკაშვილი ზელენსკის თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშვნას ულოცავს და მხარს უჭერს მის მზაობას გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმაში. მან ყურადღება გაამახვილა, რომ ზელენსკიმ საინაუგურაციო ტექსტში ყველა უკრაინელს, ვინ მზად არის ახალი, ძლიერი უკრაინის ასაშენებლად, მოქალაქეობა მისცეს.
“მინდა შეგახსენოთ, რომ მე არა მხოლოდ მივიჩნევ საკუთ თავს უკრაინის მოქალაქედ, არამედ ვარ კიდეც ადამიანი, ვინც მზად არის, საკუთარი სიცოცხლე დათმოს წარმატებული და ძლიერი უკრაინის აშენებისთვის”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები